თეა წულუკიანი - რაიმე პროტესტმა შედეგი რომ მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, არ გააჩნია
თეა წულუკიანი - რაიმე პროტესტმა შედეგი რომ მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, არ გააჩნია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოიკოტის რეჟიმი და პროტესტი სასიკეთო შედეგს ვერ მოუტანს.

მისი თქმით, რევოლუციების მუქარის მცდელობები მრავალჯერ იყო და ვერ განხორციელდა, რადგან პროტესტს ხალხის მხარდაჭერა სჭირდება, რაც, წულუკიანის თქმით, ოპოზიციას არ აქვს.

„ბევრი ბოიკოტი, ბევრი პროტესტი გვინახავს, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით მომდინარე დესტრუქციული ოპოზიციისგან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ დადგა ის დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობას და მთავრობაში ხელისუფლებას გაგვიჩნდეს კომპეტენტური, ძლიერი ოპოზიციური შემადგენლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს წინ. რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა. რაიმე პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, არ გააჩნია“, – განაცხადა წულუკიანმა.