თეა წულუკიანი - ქუჩაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს შეგვიძლია, მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ მალე ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა
თეა წულუკიანი - ქუჩაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს შეგვიძლია, მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ მალე ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა

ქუჩაში მყოფი ოპოზიციური სპექტრი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია, მათ მხოლოდ მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ ძალიან მალე მიიღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას. მაგრამ თუ არ მიიღებენ, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ოპოზიციური სპექტრი, თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანებს, ვინც გაბედა და შემოვიდა პარლამენტში და მაგლითად, მათი წარმომადგენელი გელათთან დაკავშირებით დღევანდელ უმნიშვნელოვანეს სხდომას ესწრებოდა და კითხვებსაც სვამდა, თუ არ ჩავთვლით გარეთ მყოფი ზოგიერთი გადეპუტატებული, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერ გადაუწყვეტია პარლამენტში შემოსვლა,ზოგიერთ მათგანს, მთლიანობაში ვიტყოდი, რომ ქუჩაში მყოფი ოპოზიციური სპექტრი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია, მათ მხოლოდ მივუსამძიმროთ და ვუსურვოთ, რომ ძალიან მალე მიიღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს და მიიღებენ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას. მაგრამ თუ არ მიიღებენ, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.