თეა წულუკიანი - ქართული ჯარი, საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი ვერც სტრასბურგში და ვერც ჰააგაში დავებს ვერ წააგებს, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს
თეა წულუკიანი - ქართული ჯარი, საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი ვერც სტრასბურგში და ვერც ჰააგაში დავებს ვერ წააგებს, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს

ვერც ქართული ჯარი, ვერც საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი, ვერც სტრასბურგში და ვერც ჰააგაში დავებს ვერ წააგებს, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მტკიცებულებებს ვიცნობ რაც მოვაგროვეთ და ამ მტკიცებულებებიდან ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ მშვიდად. ქართველ ჯარისკაცს შეუძლია, იყოს მშვიდად, სახელმწიფოს და ხალხს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მომავალს, შეუძლია, იყვნენ მშვიდად, რადგან ჩვენ ამ დავებს აუცილებლად მოვიგებთ.სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს. სააკაშვილი და მისი სიის პირველი ნომერი, ბაქრაძე ამბობს, თურმე ქართველი ხალხის ინტერესის ხარჯზე კომპრომისების გზით უვლიათ. გოკა გაბაშვილმა, გიორგი კანდელაკმა და სხვებმა ომის შემდგომ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც ითქვა, თურმე საქართველოს ბრალია ყველაფერი და არა სხვისი, ეს რეალურად მოღალატეობრივი საქმიანობაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.