თეა წულუკიანი - პროკურატურის შესახებ კანონის მერვე მუხლს ვიცავ, როგორც მორწმუნე სცემს პატივს ბიბლიას
თეა წულუკიანი - პროკურატურის შესახებ კანონის მერვე მუხლს ვიცავ, როგორც მორწმუნე სცემს პატივს ბიბლიას

გამოძიების შესახებ, რომლის ფარგლებშიც, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები  დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოიკითხნენ, ინფორმირებული არ ვარ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა პირველ არხს განუცხადა, მისი მხრიდან ეს პროკურატურის შესახებ კანონის მერვე მუხლის დარღვევა იქნებოდა.

„ამ მუხლს ვიცავ ისე, როგორც მორწმუნე ბიბლიას სცემს პატივს, დაახლოებით ამ ხარისხით ვიცავ. მეექვსე წელი დაიწყო იქიდან, რაც მე ამ მუხლის ინიციატორი ვიყავი და მას ვიცავ, რადგან პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს პროკურორის საქმიანობაში.

ამიტომ, არ ვიცი გამოძიების დეტალები, ეს მე არ უნდა ვიცოდე, არ მაინტერესებს. უბრალოდ, მაქვს ნდობა ამ კორპუსისადმი და მით უმეტეს, ახალი მთავარი პროკურორისადმი, მაღალი ხარისხის ნდობა მაქვს, გამომძიებლებს ვენდობი ზოგიერთისგან განსხვავებით და ვიცი, რომ არიან რა პოლიტიკისგან თავისუფლები, ისინი არ მიიღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე ისევ დაიბარონ.

 

დატოვე კომენტარი