თეა წულუკიანი - პრეზიდენტმა შეწყალების წესში განახორციელა ცვლილებები, რომლითაც კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირების შეწყალება გააადვილა
თეა წულუკიანი - პრეზიდენტმა შეწყალების წესში განახორციელა ცვლილებები, რომლითაც კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირების შეწყალება გააადვილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების წესში განახორციელა ცვლილებები, რომელის თანახმადაც, გაადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და იხდიან სხვადასხვა დანაშაულზე სასჯელს.

თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ცვლილებები საქართველოს, როგორც კორუფციასთან  წარმატებით მებრძოლ სახელმწიფოს რეიტინგებში საერთაშორისო დონეზე არ აისახება.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო, როგორც სახელმწიფოს პრეზიდენტის ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო, არ დაზიანდეს. სხვა მხრივ, მეც როგორც იუსტიციის მინისტრს, მაქვს კითხვის ნიშნები, რა კრიტერიუმებით იწყალებს ის სხვადასხვა დამნაშავეს”, – განაცხადა წულუკიანმა.