თეა წულუკიანი - პრემიერს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას
თეა წულუკიანი - პრემიერს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრაღაში წარმატებული ვიზიტი ჰქონდა.

მისივე თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის აქტუალურია არა სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სახელით პრემიერის წარმატებული ვიზიტი, არამედ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.

თეა წულუკიანმა ირაკლი ღარიბაშვილს და დელეგაციაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა.

„პრემიერის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. რა თქმა უნდა, კვლავ ვართ მომსწრე, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს, ქართველების, ჩვენი ხალხის სახელით ასეთი დონის წარმატებული ვიზიტი ჩაატარა, ჩვენს ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას და პირიქით. ანუ ის, თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც ჩამოშლის პირას არის. არადა, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ საქარველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მაღალი დონის შესანიშნავი, წარმატებული ვიზიტი. მინდა, მადლობა ვუთხრა მას და მთელ მთავრობის გუნდს, ვინც ამ ვიზიტის წარმატება უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.