თეა წულუკიანი - პენიტენციური სისტემის კონტროლიორები, ე.წ. მეგასაღეებები, ექთნები და სხვა პერსონალი ჩვენი ზრუნვის საგანი იქნება, რათა ციხეში თანამშრომელი იყოს ძლიერი
თეა წულუკიანი - პენიტენციური სისტემის კონტროლიორები, ე.წ. მეგასაღეებები, ექთნები და სხვა პერსონალი ჩვენი ზრუნვის საგანი იქნება, რათა ციხეში თანამშრომელი იყოს ძლიერი

პენიტენციური სისტემის სამედიცინო ნაწილში ძალიან დიდი გამოწვევაა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო ნაწილის ექთნები მძიმე პირობებში მუშაობენ.

„ძალიან დიდი გამოწვევა არის სამედიცინო ნაწილში, რადგან ჩვენ გვყავს ექთნები, რომლებიც ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ. მათი ოდენობა არ არის საკმარისი, მათი ხელფასი არის ძალიან მცირე. მინდა, მათ მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ ტრიბუნიდან და ვუთხრა, რომ ჩვენი მომავალი ზრუნვის საგანი კონტროლიორები, ე.წ. მეგასაღეებები, როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ, ექთნები და სხვა მსგავსი პერსონალი იქნება, იმისთვის, რომ ციხეში თანამშრომელი იყოს ძლიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჩაგრული თანამშრომლის დაჩაგვრა ძალიან მარტივად შეუძლია პატიმარს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მან პენიტენციურ სისტემაში ინფრასტრუქტურულ გადაიარაღებაზე გაამახვილა ყურადღება.

პენიტენციურ სისტემაში ინფრასტრუქტურული გადაიარაღება განვახორციელეთ. იქნებოდა ეს პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლსასროლი იარაღის მიმართულებით თუ მოძრავი მანქანების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებებია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.