თეა წულუკიანი - ჩემთვის საინტერესო არ არის ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება, ვინ რა ვერ გაიყო, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები დამაჯერებლად მოიგებენ
თეა წულუკიანი - ჩემთვის საინტერესო არ არის ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება, ვინ რა ვერ გაიყო, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები დამაჯერებლად მოიგებენ

ჩემთვის დიდად საინტერესო არ არის ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება, ვინ რა ვერ გაიყო, მათ შორის ამჟამინდელი თუ მომავალი თანამდებობები, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას.

მისი თქმით, ამგვარი მოქმედება ოპოზიციის წარმომადგენლების სახეს ნათლად წარმოაჩენს.

„მათ სახეს კარგად წარმოაჩენს ხალხის თვალში და რეალურად, კიდევ უფრო ამცირებს ისედაც მცირე შანსებს საარჩევნო და პოლიტიკური გაგებით, რაც მათ მანამდე ჰქონდათ. დარწმუმებული ვართ იმაში, რომ ისანში და ყველა სამაჟოროტარო ოლქში ჩვენი წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად მოიგებენ ამ არჩევნებში, ხოლო ოპოზიცია რას ვერ გაიყოფს, დასუსტდება თუ არა, ჩვენთვის განხილვის საგანი არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება.