თეა წულუკიანი- ხაზინის ვალი იგივე ქართველი ხალხის ვალია, რომელიც „ომეგა ჯგუფმა“ აუცილებლად უნდა გადაიხადოს
თეა წულუკიანი- ხაზინის ვალი იგივე ქართველი ხალხის ვალია, რომელიც „ომეგა ჯგუფმა“ აუცილებლად უნდა გადაიხადოს

„ომეგა ჯგუფი“ ბინძური მეთოდებით ცდილობს, ხალხს დაავიწყოს დავალიანების თემა, რომელიც მას ხაზინის წინაშე აქვს , -ამის შესხებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ხაზინის ვალი იგივე ქართველი ხალხის ვალია, რომელიც კომპანიამ აუცილებლად უნდა გადაიხადოს.

„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს განცხადებები და ჩანაწერები რჩება განცხადებებად და ჩანაწერებად. გამოძიება იტყვის, რომელია ავთენტური, რომელი შეესაბამება სიმართლეს. არ მიმაჩნია ეს ყველაფერი პოლიტიკური კომენტარების თემად. ჩემთვის მთავარი არის, რომ კომპანიას აქვს 51 მილიონის საგადასახადო დავალიანება და ნაცვლად იმისა, მუშაობდეს, თუ როგორ გადაუხადოს ქართველ ხალხს  ვალი, ხაზინის ფული იგივე ქართველი ხალხის ფულია, ზის ტელევიზიაში, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და იქიდან არიგებს ამავე ხალხს ჭკუას, რომლის ვალიც აქვს.   51 მილიონი ლარი არ არის პატარა თანხა, ეს დაახლოებით ნახევარი თვის თანხაა იმ პენსიებისა, რასაც ქვეყანა ხანდაზმულებზე გასცემს. მესმის, რომ კომპანიას უნდა ყველა მეთოდით, მათ შორის ბინძური მეთოდით დაავიწყოს  ვალის თემა ხალხს, მაგრამ  ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.