თეა წულუკიანი - ოჯახების დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ ციხის მაღაზიებში საკმარისზე მეტი პროდუქტი არსებობს
თეა წულუკიანი - ოჯახების დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ ციხის მაღაზიებში საკმარისზე მეტი პროდუქტი არსებობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პატიმრებს საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების მიწოდების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვთ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ციხეების მაღაზიებში საკმარისზე მეტი პროდუქტი არსებობს.

„ოჯახების დასამშვიდებლად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ციხეების მაღაზიებში არსებობს საკმარისზე მეტი პროდუქტი. ციხეების კვებაზე, პატიმრების კვებაზე მომუშავე კომპანია მუშაობს 24-საათიან რეჟიმში კარგად, მონდომებით, გამართულად. კვებისა და სხვა ტიპის არავითარი პრობლემა პატიმრებს არ აქვთ. ასევე, მედიკამენტების საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს 15-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში. მადლობა გაგებისთვის პატიმრებს, მათ ოჯახებს. მინდა ყველას სჯეროდეს, რომ მთავრობა აგრძელებს პატიმრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე კიდევ უფრო მაღალი ხარისხით მუშაობას, ვიდრე ეს იყო 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.