თეა წულუკიანი - ნინო გვენეტაძე იყო, არის და იქნება სისხლის სამართლის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი 
თეა წულუკიანი - ნინო გვენეტაძე იყო, არის და იქნება სისხლის სამართლის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი 

ნინო გვენეტაძე ვიდრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდებოდა, საყოველთაოდ ცნობილი იყო და მომავალშიც ასე დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ნინო გვენეტაძე იყო, არის და იქნება სისხლის სამართლის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დარგში.

„შესაბამისად, ნინო გვენეტაძე იქნება თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რჩება ქართველი იურისტი, სისხლის სამართლის სპეციალისტი ქალი. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო, რადგან როგორც ჩანს, ეს პრობლემაა, არ ვიტყვი, სერიოზული. მას საუკეთესოს ვუსურვებ და მისთვის ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება გახდა.