თეა წულუკიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყოფილან ქეციანები
თეა წულუკიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყოფილან ქეციანები

ესენი ყოფილან ქეციანები, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდათ ცხოვრებაში

„ესენი ყოფილან ჩვეულებრივი ქეციანები, რომლებმაც თქვეს რომ არ შევალთო, შედიან, ვერ დამიჭერთ დაიჭირეს, არ გამოვალ გამოდიან, არ შევალ შედიან. მოკლედ, რომ დავსერიოზულდეთ უნდა ჩამოყალიბდნენ რა უნდათ ცხოვრებაში, თორემ პოლიტიკაში რომ დიდი მომავალი აღარ აქვთ, ეს მე მგონი ბავშვისთვისაც ნათელია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, მათი მარცხის საბოლოო გაფორმებაა. „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, ვერ ისარგებლებს ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს“, – განაცხადა კობახიძემ.