ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, ვერ ისარგებლებს ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, ვერ ისარგებლებს ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, მათი მარცხის საბოლოო გაფორმებაა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა.

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, შარ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლის შესახებ. პირველ რიგში,  უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. ექვსი თვის განმავლობაში ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს  ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა საბოლოოდ მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება.

ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ და არ შევალ დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი – საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას პარლამენტის ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს.

„ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, რომ ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფომალური ფასიც კი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

„შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება. უპირველეს  ყოვლისა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება. გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს. დარმწუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ მედიასთან საუბრისას განმარტა, რას გულისხმობს პრიველეგიებით ვერ სარგებლობა და მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უარი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, შქმნილია სპეციალური ფორმატები, სამუშაო ჯგუფები, სადაც განიხილება კონკრეტული საკითხები, მაგალითად, სარჩევნო, სასამართლო რეფორმა და ა.შ. სამუშაო ჯგუფებში ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. რა თქმა უნდა, ისინი რეგლამენტის შედაბამისად იქნებიან ჩართული საპარლამენტო დისკუსიებში, მაგრამ რაც შეეხება სამუშაო ფორმატებს, სამუშაო ჯგუფებს, ბუნებრივია, აქ მათი ადგილი ვერ იქნება, ვიდრე ისინი ხელს არ მოაწერენ გონივრულ ვადაში მიშელის დოკუმენტს. ეს ერთი. ასევე, საუბარი იყო კომიტეტების და დელეგაციის გადანაწილებაზე ოპოზიციურ პარტიებთან, ამაშიც ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას, თუ გონივრულ ვადაში მათი მხრიდან ხელი არ მოეწერება მიშელის დოკუმენტს. ეს არის ძალიან ამრტივი რამ. როდის ამოიწურება გონივრული ვადა, ამას გაიგებთ ჩვენგან“, – განაცხდა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი