თეა წულუკიანი - მუხთალი და უსამშობლო დავით დარჩიაშვილი, მკვდარი რომ გჯობს ასჯერ, კი უნდა გაჩუმდე, ვერ დაბრუნდებით „ვივამედის“ ბაიყუშით სათავეში
თეა წულუკიანი - მუხთალი და უსამშობლო დავით დარჩიაშვილი, მკვდარი რომ გჯობს ასჯერ, კი უნდა გაჩუმდე, ვერ დაბრუნდებით „ვივამედის“ ბაიყუშით სათავეში

გადაშენების პირას მყოფი ფსევდოპოლიტიკური ძალის ფსევდოინტელექტუალი დარჩიაშვილი, თავად მუხთალი და უსამშობლო, ლამის ბალღობიდან რომელიღაც უცხოურ „ენჯეოს“ მიკედლებული და ამ გზით კაცად დამდგარი, მკვდარი რომ გჯობს ასჯერ, კი უნდა გაჩუმდე, მაგრამ ამას ჭკუა უნდა და ცოტა სინდისიც, – ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ფუი, რომ ვერ დავისვენეთ მე და ჩემნაირებმა და ამ საზიზღრებთან ხანგრძლივ ბრძოლაში თითო კენჭის დადებაში ცხოვრებამ დიდწილად ჩაგვიარა გვერდით. არ ჩამოვარდება ეს ხელისუფლება, არა, სანამ უკეთესი არ მოვა. საზიზღრები ვერ დაბრუნდებით, ვერა, „ვივამედის“ ბაიყუშით სათავეში. დამარცხების პლატფორმაც უკვე შეგიქმნიათ და შეუბერეთ. რჩევანი ფუნ კრამუნს სთხოვეთ“, – წერს წულუკიანი.

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.