თეა წულუკიანი - მიხეილ სააკაშვილი, ამხელა კაცი ჩამოდის დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება, თუ ჩამოვა, დაკავებული იქნება იმ ადგილზე, სადაც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს
თეა წულუკიანი - მიხეილ სააკაშვილი, ამხელა კაცი ჩამოდის დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება, თუ ჩამოვა, დაკავებული იქნება იმ ადგილზე, სადაც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს

მიხეილ სააკაშვილი თუ მაინც ჩამოვა, ის დაკავებული იქნება იმ ადგილას, სადაც გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს და მან ეს კარგად იცის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის დედასთან ერთად.

„იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელია, ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია. ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება, თუ მაინც ჩამოვა ის დაკავებული იქნება იმ ადგილას, სადაც გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს და მან ეს კარგად იცის. მისი ამგვარი ქმედებები ჩვენს მომხრეებს და დესტრუქციული ოპოზიციის მოწინააღმდეგეებს აჩვენებს, რომ მნიშნლეოვანია, 2 ოქტომბერს მობილიზება, რომ უბრალოდ გამარჯვება არ კმარა, მნიშვნლეოვანი გამარჯვებაა საჭირო, რათა სააკაშვილს და მის მსგავს დესტრუქციულ ელემენტებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს არ უნდა წარსულში დაბრუნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.