თეა წულუკიანი - მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი შეთანხმების მიღწევა არ არის, იმედი მაქვს, რასაც ვფიქრობ, სიმართლე არ აღმოჩნდება
თეა წულუკიანი - მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი შეთანხმების მიღწევა არ არის, იმედი მაქვს, რასაც ვფიქრობ, სიმართლე არ აღმოჩნდება

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გამართულ მოლაპარაკებებზე ოპოზიცია შეთანხმების მიღწევის რეალურ სურვილს აჩვენებს.

„იმედი მაქვს, რასაც ვფიქრობ, სიმართლე არ აღმოჩნდება და კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია თავის რეალურ ნებას აჩვენებს, მოლაპარაკებების მიზნით. ამას ძალიან ვისურვებდი, მაგრამ მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და ამის შედეგად შეთანხმების მიღწევა არ არის. დაველოდოთ, მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, როგორ წავა პროცესი“, – განაცხადა წულუკიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.