თეა წულუკიანი - მაქვს პასუხისმგებლობები, რომელიც ხან მძიმეა და  ხან ძალიან მძიმე, მაგრამ მე მას ვზიდავ და ვამბობ სიმართლეს
თეა წულუკიანი - მაქვს პასუხისმგებლობები, რომელიც ხან მძიმეა და  ხან ძალიან მძიმე, მაგრამ მე მას ვზიდავ და ვამბობ სიმართლეს

მე მაქვს პასუხისმგებლობები, რომელიც ხან მძიმეა, ხან ძალიან მძიმე, მაგრამ მე მას ვზიდავ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

„მე არ მაქვს უფლება და ფუფუნება, რომ მონაწილეობა მივიღო ფსიქოზში, რომელშიც მონაწილეობს ხალხი, ვინც ჩემს გადადგომას ითხოვს.

მე მაქვს პასუხისმგებლობები, რომელიც ხან მძიმეა, ხან ძალიან მძიმე, მაგრამ მე მას ვზიდავ და რაც მთავარია, ვამბობ სიმართლეს, სიმართლეს, რადგან ვხედავდი და ვხედავ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.