თეა წულუკიანი - შეკითხვები ჩნდება პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით, ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას ამდენი თვე მხარს უჭერდნენ, უნდა გასცენ შეკითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით
თეა წულუკიანი - შეკითხვები ჩნდება პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით, ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას ამდენი თვე მხარს უჭერდნენ, უნდა გასცენ შეკითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით

ველოდებით საქართველოში პოლონეთის საელჩოსგან ახსნა-განმარტებას და იმ პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომლებიც დღენიადაგ გვიკიჟინებდნენ, რომ სააკაშვილი სახელმწიფოს მიერ ზიანდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის თქმით, შეკითხვები ჩნდება პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით. ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას ამდენი თვე მხარს უჭერდნენ, უნდა გასცენ შეკითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით.

„აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა, რასაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ სააკაშვილს ჩვენი სახელმწიფო კი არ აზიანებს, თვითდაზიანებით არის დაკავებული. მიხარია, რომ გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნოს. ახლა უკვე გვჭირდება უფრო სერიოზული მიდგომა, როცა საქმე ეხება პატიმარსა და მის ჯანმრთელობას. ეს ტენდენცია, რაც მან თავისით წამოიწყო და იმ სცენარიდან ამოვიდა, რომელიც სააკაშვილს დაუწერეს, რომ არ ჭამო და იქნებ გამოგვაყენებინო შენი თავი პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მან ეს სცენარი თავადვე დაარღვია, რასაც მივესალმები. ახლა უკვე კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით და ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას უჭერდნენ ამდენი თვე მხარს, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა. პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეკითხვები ჰქონდათ პოლონელი ექიმის საკითხზე, რომელიც, სავარაუდოდ, კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანას ცდილობდა. პოლონელ დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამავე დღეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს.