თეა წულუკიანი ხონის სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულებიდან ფოტოს აქვეყნებს - „წამების დღეების თვლა ხაზებით სააკაშვილის კარცერში, პატიმრის გვარია მხოლოდ დაფარული“
თეა წულუკიანი ხონის სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულებიდან ფოტოს აქვეყნებს - „წამების დღეების თვლა ხაზებით სააკაშვილის კარცერში, პატიმრის გვარია მხოლოდ დაფარული“

წამების დღეების თვლა ხაზებით სააკაშვილის კარცერში. ხონის ყოფილი n13 სასჯელაღსრულების დაწესებულება. პატიმრის გვარია მხოლოდ დაფარული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

თეა წულუკიანი ხონის სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ხონში იმყოფებოდნენ, სადაც სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულება დაათვალიერეს.