თეა წულუკიანი - კარგად მახსენდება ის რთული წლები, რომელიც ქვეყანამ გაიარა, რათა 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის, ნამდვილად ბედნიერი დღე იყო საქართველოს ისტორიაში
თეა წულუკიანი - კარგად მახსენდება ის რთული წლები, რომელიც ქვეყანამ გაიარა, რათა 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის, ნამდვილად ბედნიერი დღე იყო საქართველოს ისტორიაში

დღევანდელი გადასახედიდან კარგად მახსენდება ის რთული წლები, რომელიც ქვეყანამ გაიარა, რათა 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის, ნამდვილად ბედნიერი დღე იყო საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან შვიდი წლის გასვლას ეხმაურება.

„დღევანდელი გადასახედიდან ძალიან კარგად მახსენდება ის რთული წლები, რომელიც ქვეყანამ გაიარა იმისთვის, რომ 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის. მქონდა ბედნიერება და პატივი მას ვხლებოდი დელეგაციაში. ემოციური, ნამდვილად ბედნიერი დღე იყო საქართველოს ისტორიაში.

ასევე მახსოვს ის დიდი ძალისხმევა, რომელიც თითოეულმა საჯარო მოხელემ და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თითოეულმა ხელმძღვანელმა გასწია, დაწყებული საგარეო საქმეთა სამინისტროთი, გაგრძელებული, რა საკვირველია, იუსტიციის სამინისტროთი, რომელმაც ათეულობით კანონში შეიტანა ცვლილება, რათა ეს შესაძლებელი გამხდარიყო და ხელმოწერის შემდეგაც, ბოლო წლების განმავლობაში გააგრძელა საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან. ყველას მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო. ვუსურვო კიდევ უფრო მეტი სიბეჯითე, გამბედაობა და შრომის უნარი, რადგან შრომის შედეგად ყველანაირი წარმატება არის შესაძლებელი“,- განაცხადა წულუკიანმა.