თეა წულუკიანი - შარშან არასამთავრობო სექტორმა ბრძანა, ჩვენ ისედაც ვართ გამჭვირვალეები და კიდევ მეტად ვიქნებითო, თუმცა, საპირისპიროდ, უფრო გაუმჭვირვალედ შემოიტანეს ქვეყანაში დიდი შავი ფული
თეა წულუკიანი - შარშან არასამთავრობო სექტორმა ბრძანა, ჩვენ ისედაც ვართ გამჭვირვალეები და კიდევ მეტად ვიქნებითო, თუმცა, საპირისპიროდ, უფრო გაუმჭვირვალედ შემოიტანეს ქვეყანაში დიდი შავი ფული

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არასამთავრობო სექტორი, დაპირების მიუხედავად, რომელიც გასულ წელს გასცეს, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა.

„შარშან იყო ჯენტლმენური შეთანხმება, არასამთავრობო სექტორმა ბრძანა, რაში გვჭირდება კანონი, ჩვენ ისედაც ვართ გამჭვირვალეები და კიდევ მეტად გამჭვირვალეები ვიქნებითო. ამის საპირისპიროდ, არა მხოლოდ უფრო გამჭვირვალეები არ გახდნენ, არამედ უფრო გაუმჭვირვალედ ძალიან დიდი შავი ფული და თანხები შემოიტანეს ქვეყანაში. აბა, გამოვიცნოთ, რა მიზნისთვის? თუ ვერ გამოვიცნობთ, მაშინ კანონი გვჭირდება, რომ გამოვაცნობინოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.