თეა წულუკიანი - იმპიჩმენტის საკითხი თუ უნდა დამდგარიყო, ეს უნდა მომხდარიყო ჯერ კიდევ მარგველაშვილის დროს, რომელმაც შეიწყალა ადამიანი, ვინც ბარნოვის ქუჩაზე სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა
თეა წულუკიანი - იმპიჩმენტის საკითხი თუ უნდა დამდგარიყო, ეს უნდა მომხდარიყო ჯერ კიდევ მარგველაშვილის დროს, რომელმაც შეიწყალა ადამიანი, ვინც ბარნოვის ქუჩაზე სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა

იმპიჩმენტის საკითხი თუ უნდა დამდგარიყო, ეს უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ პრეზიდენტ მარგველაშვილის დროს, რომელმაც შეიწყალა ის ადამიანი, ვინც ბარნოვის ქუჩაზე პატარა ბავშვების წინაშე საშინელი, სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც მკვლელობის ბრალდებით მსჯავრდებულების შეწყალების გამო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესაძლებლობლობას ეხება, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ „ეს არასერიოზულია“.

„ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. იმპიჩმენტის საკითხი თუ უნდა დამდგარიყო, ეს უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ პრეზიდენტ მარგველაშვილის დროს, რომელმაც შეიწყალა ის ადამიანი, ვინც ბარნოვის ქუჩაზე, პატარა ბავშვების წინაშე, ახალგაზრდა დედისა და ქალის ასეთი საშინელი, სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომ, ვფიქრობ, თუ ამაზე უნდა ესაუბრა ვინმეს, უნდა ესაუბრა ჯერ კიდევ მაშინ. ახლა ეს საუბარი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა სარწმუნო და დამაჯერებელი“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, საქართველოს პირველ არხთან საუბარში თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ  მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამი პირი მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.