თეა წულუკიანი - მე იგივე სკოლა დავამთავრე საფრანგეთში, რაც დაამთავრა მაგალითად, ემანუელ მაკრონმა
თეა წულუკიანი - მე იგივე სკოლა დავამთავრე საფრანგეთში, რაც დაამთავრა მაგალითად, ემანუელ მაკრონმა

მე იგივე სკოლა დავამთავრე საფრანგეთში, რაც დაამთავრა მაგალითად, ემანუელ მაკრონმა, – ასე უპასუხა ოპონენტების კითხვებს მის განათლებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, წუხს, რომ არასერიოზული ოპოზიცია გვყავს ქვეყანაში და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ მთელ ფრანგულ ისტებლიშმენტს, რომლებიც ამ სკოლის კურსდამთავრებულები არიან.

„მე საქართველოში მივიღე განათლება, მაგრამ ჩემი ძირითადი განათლება მივიღე საფრანგეთში, იგივე სკოლა დავამთავრე საფრანგეთში, რაც დაამთავრა მაგალითად, ბატონმა მაკრონმა ჩემს მერე, როცა მე ის სკოლა უკვე დავასრულე; ბატონმა ოლანდმა, უბერ ვედრინმარომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყოსაფრანგეთის იუსტიციის ერთ-ერთმა მინისტრმა ელიზაბეტ გიგუმ. ზუსტად მისი სკოლა დავამთავრე და რაც მნიშვნელოვანია, ასევე, ეს ის სკოლაა, სადაც დიახ, იღებენ მაღალი დონის იურიდიულ განათლებას, ვინაიდან ამ სკოლის დამთავრებულები არიან საფრანგეთის ადმინისტრაციული უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების 65%, ასევე, რაც უნდა საოცარი იყოს, ჩემი ჯგუფელია აწ უკვე ყოფილი, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ბატონი ფლორ პევინი და ამჟამად იუნესკო-ს გენერალური დირექტორი ქალბატონი ოდრი აზული.

შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სკოლიდან გამოსული ადამიანი, ამ შემთხვევაში, მე არ ვარ შესაბამისად განათლებული, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ „ევრონაცები“ ამით შეურაცხყოფას აყენებენ მთელ ფრანგულ ისტებლიშმენტს დაწყებული პრეზიდენტებიდან, პრემიერებს, მინისტრების და მოსამართლეების გავლით, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, სწორედაც რომ, არ არის კარგი. მე ძალიან ვწუხვარ, ასეთი არასერიოზული ოპოზიცია რომ გვყავს ქვეყანაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.