თეა წულუკიანი - გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი, ვინც ჰააგაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კვოტით აირჩიეს 
თეა წულუკიანი - გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი, ვინც ჰააგაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კვოტით აირჩიეს 

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდში ხუთი წევრია და ერთ-ერთი დღეიდან საქართველოს წარმომადგენელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი, ვინც ამ ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კვოტით აირჩიეს.

„მნიშვნელოვანია დღევანდელი გადაწყვეტილება, რადგან საქართველოს ამით ეძლევა შესაძლებლობა, რომ არაერთი ქვეყნის, პირველ რიგში საქართველოს დაზარალებულთა უფლებებზე და ამ უფლებების აღდგენაზე იზრუნოს. ამავე სასამართლოს პროკურატურა იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. გოჩა ლორთქიფანიძე ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილეა. ეს არის ადამიანია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს 90-იანი წლებიდან დიპლომატთა რიგებში იდგა. 1998 წელს ის გახდა სწორედ იმ პროექტზე მომლაპარაკებელი და საქართველოს წარმომადგენელი, რომლითაც მაშინ დაფუძნდა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო. გოჩა ლორთქიფანიძე იყო მონაწილე საქართველოს სახელით იმ კომისიისა, რომელიც მუშაობდა ჰააგის სასამართლოს რეგლამენტზე, მტკიცებულებების ადმინისტრირების წესისა და სხვა დოკუმენტების შემუშავების პროცესში. ჩვენ ამ პოზიციაზე საქართველომ შეცვალეთ ბოსნია ჰერცოგოვინის წარმომადგენელი. მინდა, გოჩა ლორთქიფანიძეს, საერთაშორისო სასამართლოს პროფესორს და ღვაწლმოსილ დიპლომატს წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე 123 სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერით აირჩიეს.