თეა წულუკიანი ფრანგ ხალხს ჟაკ შირაკის გარდაცვალებას უსამძიმრებს
თეა წულუკიანი ფრანგ ხალხს ჟაკ შირაკის გარდაცვალებას უსამძიმრებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობის სახელით ფრანგ ხალხს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებას უსამძიმრებს.

თეა წულუკიანი დღეს საფრანგეთის საელჩოში იმყოფებოდა. მინისტრმა პატივი მიაგო ჟაკ შირაკის ხსოვნას და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში 26 სექტემბერს გარდაიცვალა.