თეა წულუკიანი - ფატუ ბენსუდასგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაში არის პროგრესი
თეა წულუკიანი - ფატუ ბენსუდასგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაში არის პროგრესი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებით, მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასგან მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში პროგრესია.

მისივე თქმით, გამომძიებლებს უწევთ ძალიან ბევრი ძალისხმევის გაწევა, რათა გამოძიება უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წარიმართოს.

„როგოც ყოველთვის, მიუნხენში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდას, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, მიყავს გამოძიება აგვისტოს ომის საქმეზე. ასევე ცნობილია, რომ უკვე რამდენიმე წელია, ქართული მხარე ვთანმაშრომლობთ მასთან, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნას გამოძიებული.

ეს პრიორიტეტები ჩვენი მხარისთვის არის ქართველების ეთნიკური წმენდა, ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.

ჩვენ პროკურორისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალბატონი პროკურორი და მისი გუნდი ხედავენ პროგრესს გამოძიებაში, მათ და მის გამომძიებლებს უწევთ ძალიან ბევრი ძალისხმევის გაწევა, რომ გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წერიმართოს“ ,- განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი გახარია პირველად შეხვდა ფატუ ბენსუდას და მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, ვინაიდან პრემიერმა ჰააგის პროკურორს დაუდასტურა, რომ ქართული მხარე გააგრძელებს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობას.

„ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა იყო ჩვენთვისაც იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ბატონი გიორგი გახარია პირველად ხვდებოდა ფატუ ბენსუდას და მნიშვნელოვანი იყო მისგან მოესმინა, რომ საქართველო ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ტყვეების წამება-მოკვდინების ფაქტებზე მომავალშიც გააგრძელებს ქალბატონი პროკურორის ოფისთან თანამშრომლობას.

როგორც წესი და ახლაც ამ წესიდან გადახვევა არ ყოფილა, პროკურორი და მისი გამომძიებლები არ საუბრობენ გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე. ისინი გვეუბნებიან, არის თუ არა პროგრესი და დღეს ითქვა, რომ პროგრესი არის, აქვთ თუ არა სურვილი გამოძიება კიდევ უფრო სწრაფი, წარმატებული და ნაყოფიერი იყოს და მათ ამის ურვილი აქვთ. ჩენი მხრიდან ყოველთვის მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და დღეს ამას კიდევ ერთხელ, მორიგჯერ ხაზი გავუსვით, რომ გამოძიების პროცესში სამხედრო ტყვეების წამება და სიცოცხლის ხელყოფა არის მნიშვნელოვანი. მათი მხრიდან არის სრული ურთიერთგაგება და ეს არის ნიმუში წარმატებული თთანამშრომლობისა.

რა თქმა უნდა, მათ ნაცვლად საქმეს ვერ გამოვიძიებთ, მაგრამ ჩვენი ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი, რომ აგვისტოს ომის დროს იმ უფლებების დარღვევების და მასიური დარღვევების, რაც ქართველბს ხვდათ წილად, წარმატებით და დეტალურად გამოიძიება შეძლონ. საუბარი იყო იმაზე, რომ როგორც ნებისმიერი პროკურორის, ჰააგის პროკურორი მიზანია, როცა პირველ შედეგებს დადებს და ჰააგის საამართლოში გადაგზავნის საქმეს, საქმე იყოს მტკიცებულებებით გამყარებული, რათა პროკურორმა, როგორც ბრალდების მხარემ, შეძლოს ჰააგის მოსამართლეების წინაშე დაცვა“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, რომ მისი მიზანია, საქმე მტკიცებულებებით იყოს  გამყარებული.

„მან გაგვიზიარა, რომ მისი მიზანი არის სწორედ ეს, როდესაც პირველ შედეგებს დადებს და ამის შესახებ რა თქმა უნდა, წინასწარ შეგვატყობინებს, რომ საქმე იყოს მტკიცებულებებით გამყარებული, არ არსებობდეს ეჭვი, რომ ქართველების ეთნიკურ წმენდაზე ან სამხედროების სიცოცხლის ხელყოფაზე გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ მისი სამუშაო არის კომპლექსური და საკმაოდ მძიმე, რაშიც ჩვენ მას ხელს ვუწყობთ“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.