თეა წულუკიანი - ერთობა ძნელად საშენებელია, ამიტომ მას ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ
თეა წულუკიანი - ერთობა ძნელად საშენებელია, ამიტომ მას ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ

ჩემთვის ძალიან დასანანი და მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თემაზე კომენტარისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო დანაკლისი ჩვენი გუნდისთვის. ერთობა ძნელად საშენებელია, ამიტომ მას ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობა ოთხმა დეპუტატმა – ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა.

ამასთან, ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ დატოვებას აპირებენ მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი და რუსლან პოღოსიანი.