თეა წულუკიანი - ელენე ხოშტარია პუტინისგან თანხების მიღების გარდა, თანხას იღებს ოლიგარქი კეზერაშვილისგან და მის ადვოკატად არის ქცეული
თეა წულუკიანი - ელენე ხოშტარია პუტინისგან თანხების მიღების გარდა, თანხას იღებს ოლიგარქი კეზერაშვილისგან და მის ადვოკატად არის ქცეული

ელენე ხოშტარია გარდა იმისა, რომ პუტინისგან იღებს რეგულარულად რუბლებში თანხას, ასევე იღებს თანხას ოლიგარქი კეზერაშვილისგან და მის ადვოკატად არის ქცეული, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ელენე ხოშტარიას და სხვა პოლიტიკოსებს სწორედ კეზერაშვილის გამო აქვთ საკუთარი გუნდის წევრებთან დაპირისპირება.

„ელენე ხოშტარიას და სხვა ხელმოცარულ პოლიტიკოსებს რაც შეეხება, რასაკვირველია, მათ აქვთ სხვებთან დაპირისპირება, თავისი გუნდის წევრებთან, რადგან გარდა იმისა, რომ ქალბატონი ელენე, მისი ოჯახი პუტინისგან იღებს რეგულარულად საბანკო ანგარიშზე რუბლებში თანხას, და დღემდე არ აგვიხსნა, რაში იღებს ამ თანხას, გველაპარაკება იმაზე, თითქოს გარდაცვლილი წინაპრის ჰონორარებს იღებს დღემდე, ასევე იღებს თანხას ოლიგარქი კეზერაშვილისგან და მის ადვოკატად არის ქცეული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.