თეა წულუკიანი - ე.წ. გირგვლიანის შესწორებები მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს
თეა წულუკიანი - ე.წ. გირგვლიანის შესწორებები მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს.

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ უმრავლესობის შიგნით ამ საკანონდებლო ცვლილებებზე აქტიური დისკუსია მიმდინარეობს.

„ამ შესწორებას მე უკვე მივესალმე და კვლავ მივესალმები. ჩვენ აქტიური დისკუსია გვაქვს უმრავლესობის შიგნით და მთავრობაში, რათა ის ნორმები, რომელიც არის შემოთავაზებული იყოს მაქსიმალურად იმგვარად ჩამოყალიბებული, რომ პრაქტიკაში კარგად იმუშაოს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ძალიან დიდი სიმბოლიზმით დატვირთული ნორმები, რათა მომავალში არ განმეორდეს, რაც გვქონდა წარსულში, სამწუხაროდ, დიდი ტრაგედიის სახით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით საკანონდებლო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე სასესიო კვირაში მოხდება.