თეა წულუკიანი - დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა, დაეტიეთ თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ​
თეა წულუკიანი - დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა, დაეტიეთ თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ​

დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

„გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.

დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!“ – წერს თეა წულუკიანი.