თეა წულუკიანი - დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე, ადგილზე მონიტორინგი გრძელდება
თეა წულუკიანი - დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე, ადგილზე მონიტორინგი გრძელდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსში პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა – უგო ტონიეტმა, სარა სტეფანინიმ, მარიო პულიერიმ და ალესანდრო მასარიმ. პრესკონფერენციაზე ასევე მონაწილეობას იღებდნენ მიტროპოლიტი დავით ალავერდელი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე და ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი იოანე.

როგორც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე იწყებენ მუშაობას.

„დასავლეთ მკლავის გადახურვა, ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი მოიხსნა. შესაბამისად, ნესტის აორთქლების პროცესი დაწყებულია. ნესტის სრულად აორთქლებასა და გამოშრობას დრო დასჭირდება – დღეიდან შემოდგომამდე პერიოდი. სახურავის გახსნის წყალობით, ვნახეთ, რა ხარვეზებია ადგილზე. გრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი. ასევე, დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე“, – განაცხადა მინისტრმა

დატოვე კომენტარი