თეა წულუკიანი - დასანანი იქნება, თუ კომპრომისი ვერ მოიძებნება, რადგან დრო გადის და უნდა ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას
თეა წულუკიანი - დასანანი იქნება, თუ კომპრომისი ვერ მოიძებნება, რადგან დრო გადის და უნდა ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას

დასანანი იქნება, თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისი ვერ მოიძებნება, რადგან დრო გადის სწრაფად და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლება და ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს ვმონაწილეობდით მოლაპარაკებების პროცესში, ან ისინი, ვინც ხელისუფლების მხრიდან გუშინ, გუშინწინ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდა და ზის, ყველა არის მოწოდებული, რომ მოძებნილი იყოს კომპრომისი. თუ ეს კომპრომისი ვერ მოიძებნება, ეს იქნება დასანანი, რადგან დრო გადის საკმაოდ სწრაფად და ჩვენ ყველას, პარტიებს, გვჭირდება, ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას.

თუ მოკლე ვადაში ვერ შევთანმხდებით, რა თქმა უნდა, ყველა არსებული მოდელის ფარგლებში წარვმართავთ კამპანიას, რომ საქართველოში მორიგი მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.