თეა წულუკიანი - დამღლელია, როდესაც კერძო კომპანია და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვალდებულებების შესრულების მაგივრად მთავრობისკენ იშვერენ ხელს, რადგან რეალურად, არაფერი აქვთ სათქმელი
თეა წულუკიანი - დამღლელია, როდესაც კერძო კომპანია და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვალდებულებების შესრულების მაგივრად მთავრობისკენ იშვერენ ხელს, რადგან რეალურად, არაფერი აქვთ სათქმელი

ძალიან დამღლელია, როდესაც კერძო კომპანია და კონსორციუმი იმის მაგივრად, რომ საკუთარი ვალდებულებები შეასრულონ, მთავრობისკენ იშვერენ ხელს, რადგან რეალურად თავად არაფერი აქვთ სათქმელი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ მრავალჯერ ვთქვით, რომ ანაკლიის პორტი არის სახელმწიფო, სტრატეგიული პროექტი. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, სახელმწიფო არ გამოაცხადებდა ტენდერს, არ დაიწყებდა ამ პროექტზე საუბარს.

მე კონსორციუმს შევახსენებ, რომ ტენდერში არიან გამარჯვებულები. ეს ნიშნავს ვალდებულებებს, რომელიც დღემდე შესრულებას მოითხოვს. მთავრობა ხელს უწყობს მათ. მიუხედავად ყველაფრისა, ვინარჩუნებთ იმედს, რომ წლის ბოლომდე ისინი მოიტანენ სოლიდურ და დასავლურ ინვესტიციებს, როგორც ეს გუშინ განაცხადეს“,- აცხადებს წულუკიანი.