თეა წულუკიანი - ცუდი საყურებელი იყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე, „ევროპულ საქართველოს“ კი, მოუწია რეალობასთან თვალის გასწორება
თეა წულუკიანი - ცუდი საყურებელი იყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე, „ევროპულ საქართველოს“ კი, მოუწია რეალობასთან თვალის გასწორება

ცუდი საყურებელი იყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა კენჭისყრაზე, ვინაიდან ისინი აგრძელებენ ჩვენგან განსხვავებით იმ მთავარი მიზნის მსახურებას, რაც არის დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის ის, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში იყო, ეს არის ქვეყანაში სტაბილიზაციის და მშვიდობის შენარჩუნება.

„ცუდი საყურებელი იყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა კენჭისყრაზე, ვინაიდან აგრძელებენ ჩვენგან განსხვავებით იმ მთავარი მიზნის მსახურებას, რაც არის დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება.

„ევროპულ საქართველოს“ კი, მათ შვილობილ პარტიას, მოუწია რეალობასთან თვალის გასწორება.
მინდა, გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ როგორც გუშინდელი კენჭისყრა იყო წარმატებული, მომდევნო კენჭისყრებიც ასე იქნება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.  კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმაც, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.