თეა წულუკიანი - ჩვენს ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულების ვადებს უდგენს არა ოპოზიცია, არამედ ევროკავშირი, იმედი მაქვს, ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს
თეა წულუკიანი - ჩვენს ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულების ვადებს უდგენს არა ოპოზიცია, არამედ ევროკავშირი, იმედი მაქვს, ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

ჩვენს ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულების ვადებს უდგენს არა ოპოზიცია, რომელიც ექსტრემისტების დაჯგუფებად არის ქცეული, არამედ თავად ევროკავშირი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ, რასაკვირველია, ამ ვადებში ჩავეტევით. პარლამენტმა ძალიან დიდი შრომა გასწია და მადლობა ჩვენს პოლიტიკურ საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის. რასაკვირველია, ყველა ვადა ზედმიწევნით იქნება დაცული. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, როდესაც სამი სხვადასხვა ქვეყნის დოსიეებს განიხილავს. შეაფასებს იმ დიდ ნახტომს, რეფორმების სახით, რომელიც საქართველომ ბოლო ათი წლის მანძილზე განახორციელა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.