თეა წულუკიანი - ჩვენივე შემოტანილი რეფორმის წყალობით, საარჩევნო სია არის გენდერულად ყველაზე ​დაბალანსებული, რაც მმართველ პარტიას ოდესმე ჰქონია, ის სავსეა პროფესიონალებით, ასევე, ახალგაზრდა პოლიტიკოსებით
თეა წულუკიანი - ჩვენივე შემოტანილი რეფორმის წყალობით, საარჩევნო სია არის გენდერულად ყველაზე ​დაბალანსებული, რაც მმართველ პარტიას ოდესმე ჰქონია, ის სავსეა პროფესიონალებით, ასევე, ახალგაზრდა პოლიტიკოსებით

​ჩვენმა პარტიამ სია შეადგინა იმ ადამიანებისგან, რომლებიც საქმის კეთებაში გამოცდილნი არიან, რომლებიც ერთგულნი არიან თავისი პროფესიის და ქვეყნის განვითარების იდეალების, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

„გვაქვს იმედი, რომ მორიგჯერ ქართველი ამომრჩეველი გამოუცხადებს ნდობას და ხმას მისცემს იმ პოლიტიკურ ხელისუფლებას, რომელმაც ამ ქვეყანას მისცა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და უსაფრთხოების პირობებში განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები. ეს ჩვენ ვაჩვენეთ საქმით. ჩვენმა პარტიამ სია შეადგინა იმ ადამიანებისგან, რომლებიც საქმის კეთებაში გამოცდილნი არიან, რომლებიც ერთგულნი არიან თავისი პროფესიის და ქვეყნის განვითარების იდეალების. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენივე შემოტანილი რეფორმის წყალობით, ეს არის ყველაზე გენდერულად დაბალნსებული სია, რომელიც მმართველ პარტიას ოდესმე ჰქონია. ის სავსეა პროფესიონალებით, გამოცდილი პოლიტიკოსებით და ასევე, ახალგაზრდა პოლიტიკოსებით, რომლებმაც გადაწყვიტეს, ჩვენთან ერთად შეუერთდნენ პარლამენტს“, – დასძინა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი