თეა წულუკიანი - ჩვენი ტერიტორია დღესაც ოკუპირებულია, ხელში გვიჭირავს სტრასბურგის განაჩენი, რომელსაც აღსრულება სჭირდება, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღსრულდეს
თეა წულუკიანი - ჩვენი ტერიტორია დღესაც ოკუპირებულია, ხელში გვიჭირავს სტრასბურგის განაჩენი, რომელსაც აღსრულება სჭირდება, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღსრულდეს

ჩვენ ხელში გვიჭირავს სტრასბურგის განაჩენი, რომელსაც აღსრულება სჭირდება, მაგრამ სტრასბურგის განაჩენი უნდა აღსრულდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ქვეყანა გამთლიანდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

„რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში წარსულს, უნდა გავიხსენოთ, რომ დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია, რომ ჩვენ ხელში გვიჭირავს სტრასბურგის განაჩენი, რომელსაც აღსრულება სჭირდება, მაგრამ სტრასბურგის განაჩენი უნდა აღსრულდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ქვეყანა გამთლიანდეს. როგორც სტრასბურგის გადაწყვეტილება ამბობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მოგებული დავა და მისი შედეგი ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეები არა ვინმემ, არამედ რუსებმა მოკლეს, რომ საქართველოს ამ ტერიტორიებზე უნდა მოხდეს დეოკუპაცია და დევნილები უნდა დაბრუნდნენ. ეს არის ჩვენი რეალობა დღეს, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის მეორე ფრონტი და არასდროს იქნება. ჩვენი მიზანი არის მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და ასევე, იმ სტატუსის მოპოვება, რომელიც ჩვენს ერს და ქვეყანას ეკუთვნის და რომლის არმოპოვებისთვის ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.