თეა წულუკიანი - ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ეკლესია აპოლიტიკურია
თეა წულუკიანი - ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ეკლესია აპოლიტიკურია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში ახალი და გასაკვირი არაფერია.

მისივე თქმით, პატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ეკლესია აპოლიტიკურია და რომ ეკლესია არ შეიძლება მხარს უჭერდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

„ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ეკლესია არის აპოლიტიკური, რომ არ შეიძლება ეკლესია მხარს უჭერდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდატს. თავადაც იცავდა ამ წესს. ამიტომ მის განცხადებაში არც ახალია რაიმე, არც გასაკვირი და ეს ბუნებრივიც არის საერო სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართა  და მოუწოდა, ჩრდილს ნუ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.