თეა წულუკიანი ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს
თეა წულუკიანი ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას და ანთიმოზ ივერიელის თასის შენარჩუნებას!

„ბორჯღალოსნებმა“ რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშებაში უკვე მეოთხე გამარჯვება ჩაიწერეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს 2023 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად. ვულოცავთ მათ და მთელ საქართველოს!“,- წერს წულუკიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და 28:17 დაამარცხა.საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ანთიმოზ ივერიელის თასიც შეინარჩუნა.

მატჩს, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მაყურებელიც დაესწრო.

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას და ანთიმოზ…

Posted by თეა წულუკიანი Thea Tsulukiani on Sunday, 28 March 2021