თეა წულუკიანი - ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში, ძალიან გვიჭირდა სიმართლის მიტანა ხალხამდე, ეს არის ჩვენი გამოწვევა ოკუპაციასა და სიღარიბის დაძლევის შემდეგ
თეა წულუკიანი - ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში, ძალიან გვიჭირდა სიმართლის მიტანა ხალხამდე, ეს არის ჩვენი გამოწვევა ოკუპაციასა და სიღარიბის დაძლევის შემდეგ

იმედი მაქვს, ეს მთავრობა სწორედ იმიტომ, რომ გიორგი გახარია იქნება მისი ხელმძღვანელი, იქნება ეფექტური არამხოლოდ ჩვენს თვალში, არამედ ხალხის თვალშიც, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა საქართველოს პარლამენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მტავრობის ეს შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არის პროფესიონალი.

დღეიდან საქართველოს ჰყავს ახალი მთავრობა. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პარლამენტს ნდობისთვის. მართალი ბრძანდებით, ჩემს შემთხვევაში უკვე მერამდენე ნდობისთვის, ამიტომ კიდევ უფრო დიდი მადლობა ამისთვის. ეს არის ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა. შესაბამისად მინდა, წარმატება ვუსურვო პირველ რიგში პრემიერ-მინისტრს, თითოეულ ჩემს კოლეგას და თითოეულ იმ იუსტიციელს, რომელსაც ამ ახალი სამთავრობო პროგრამით მოუწევს კიდევ უფრო მეტი და თავდაუზოგავი შრომა ჩემთან ერთად“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ეს შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არის პროფესიონალი.

„მინდა ვთქვა, რომ ეს შემადგენლობა და ეს პრემიერ-მინისტრი არის პროფესიონალი. იმედი მაქვს, რომ ეს მთავრობა სწორედ იმიტომ, რომ გიორგი გახარია იქნება მისი ხელმძღვანელი, იქნება ეფექტური მთავრობა არამხოლოდ ჩვენს თვალში, არამედ ხალხის თვალშიც. გათვითცნობიერებული გვაქვს, რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ ვმუშაობდით და ეს არაერთხელ აღინიშნა ამ დღეების განმავლობაში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იმ კონტექსტში, რომელსაც ქმნიდა ოპონენტი მხარე და ეს იყო სიცრუის კონტექსტი, ჩვენ ხშირ შემთხვევაში სიმართლის მიტანა ხალხამდე ძალიან გვიჭირდა. ეს არის ჩვენი გამოწვევა ოკუპაციასა და სიღარიბის დაძლევის შემდეგ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძლოთ იმ თვეებში, რაც დარჩა არჩევნებამდე, ხალხს დავანახოთ სწორედ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, რომ ბევრი საქმე გაკეთდა, რა არის რეალური გამოწვევები, ვებრძოლოთ ამ გამოწვევებს. ეს გამოწვევები არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიები და ხაზის გასწვრივ და ხაზს მიღმა ადამიანების უფლებების დაცვა. ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე მუდმივი აპელირება და აქტუალიზაცია ჩვენი შესაბამისი უწყებების დახმარებით. სიღარიბის დაძლევის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება და ასევე ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვა, რაც, მათ შორის, არის სოციალური უფლებებიც და ამაზე ბევრჯერ იყო საუბარი“, – განაცხადა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი