თეა წულუკიანი - ბიძინა ივანიშვილის იდეა, „ქართულმა ოცნებამ“ არ დაასახელოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან მომწონს, ვნახოთ, როგორ დასრულდება კონსულტაციები
თეა წულუკიანი - ბიძინა ივანიშვილის იდეა, „ქართულმა ოცნებამ“ არ დაასახელოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან მომწონს, ვნახოთ, როგორ დასრულდება კონსულტაციები

საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული იდეა საინტერესოა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებზე მართლაც ნეიტრალური ან ოპოზიციური კანდიდატი იყრიდა მხოლოდ კენჭს, დემოკრატიული პროცესების გააქტიურებისთვის ეს კიდევ უფრო საინტერესო პროცესი იქნებოდა,

„რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ იდეას, რომელიც არის მთლიანად ბიძინა ივანიშვილის იდეა და ამაზე თამარ ჩუგოშვილმაც ისაუბრა, რომ ის ესწრებოდა არაერთ შეხვედრას, მათ შორის ელჩებთან შეხვედრას ბიძინა ივანიშვილისას, სადაც გაჟღერდა, რომ პარტიის თავმჯდომარეს აქვს ასეთი იდეა, ვთვლი, რომ ეს ძალიან საინტერესო პოზიციაა.  თუკი ეს მოხდებოდა, რომ ივანიშვილის ამ ინიციატივას მოჰყვებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება და მართლაც, ნეიტრალური ან ოპოზიციური კანდიდატი იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, დემოკრატიული პროცესების გააქტიურებისთვის ეს კიდევ უფრო საინტერესო პროცესი იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში და მმართველი გუნდი თუ სხვა კანდიდატებს დაუთმობდა ასპარეზს, იმისთვის რომ ისინი კონკურენტუნარიან გარემოში შეეჯიბრონ ერთმანეთს და ვისაც ხალხი აირჩევს მან გაიმარჯვოს“,- განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება პრეზიდენტად მის კანდიდატურას, წულუკიანი პასუხობს:

„ჩემი თუ სხვა დასახელებულ კანდიდატურებს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ ის იდეა, რომელიც აქვს პარტიის თავმჯდომარეს და რომელიც, რა თქმა უნდა, მე ამ ინტერვიუდან არ შემიტყვია, ეს არის მრავალი კვირის და თვის მანძილზე დაყენებული საინტერესო აზრი და გუნდის წევრებთან ძალიან ბევრთან იყო განხილვა, ვფიქრობ, რომ ეს აზრი არის ყველაზე მისაღები, რომ ჩვენ მივცეთ გზა ფართო ოპოზიციურ კანდიდატებს, ნეიტრალურ კანდიდატებს, რომ იბრძოლონ, შეეჯიბრონ ერთმანეთს და ხალხმა გადაწყვიტოს, რომელი იქნება ამათგან მათი რჩეული და მმართველმა პარტიამ საერთოდ არ მიიღოს ამაში მონაწილეობა. მე ეს იდეა მომწონს ძალიან, ვნახოთ როგორ დასრულდება კონსულტაციები.

ეს მოგვცემდა ძალიან საინტერესო პროცესს, უფრო დაცლილს ემოციებისგან, რადგან სააკაშვილის არსებობის ერთადერთი რეზონანსი, რაც დღეს არის მისი დაშლილი და დაქსაქსული გუნდისა არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეჯიბროს, ვერ ეჯიბრება, მერე ბრაზდება და არის ცუდ ხასიათზე. ახლა თუ ივანიშვილის იდეა გაიზიარა გუნდმა, მივიღებთ საინტერესო სიტუაციას, სადაც სააკაშვილის გუნდი შეეჯიბრება სააკაშვილის ყოფილ გუნდს, თუ ამჟამინდელ გუნდს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.