თეა წულუკიანი - არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ჩვენს ოპოზიციურ ძალებს მცდელობა აქვთ, ამ არც თუ ისე მარტივი მდგომარეობისგან, სკანდალი შექმნან
თეა წულუკიანი - არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ჩვენს ოპოზიციურ ძალებს მცდელობა აქვთ, ამ არც თუ ისე მარტივი მდგომარეობისგან, სკანდალი შექმნან

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა უწყება, რომელსაც საზღვრის კონტროლი ეხება, მობილიზებულია და სრულ კოორდინაციაშია.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, ოპოზიციურ ძალებს მცდელობა აქვთ, საზღვარზე არსებული მდგომარეობისგან სკანდალი შექმნან.

„ამაზე ძალიან ვრცლად ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმა გუშინ. ყველა ის უწყება, რომელსაც საზღვრის დაცვა, საბაჟო წესების კონტროლი ან სხვა პროცედურა ეხება, არის მობილიზებული და სრულ კოორდინაციაში. შესაბამისად, არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენს ოპოზიციურ ძალებს ამ არც თუ ისე მარტივი, რბილად ვიტყვი, მდგომარეობისგან აქვთ მცდელობა, რომ შექმნან სკანდალი“, – განაცხადა წულუკიანმა.