თეა წულუკიანი - არ მგონია, სააკაშვილს ეყოს გამბედაობა, რომ პენიტენციურ სამსახურს თავისი კვების რაციონისა და დღის რეჟიმის გასაჯაროების უფლება მისცეს
თეა წულუკიანი - არ მგონია, სააკაშვილს ეყოს გამბედაობა, რომ პენიტენციურ სამსახურს თავისი კვების რაციონისა და დღის რეჟიმის გასაჯაროების უფლება მისცეს

არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს ეყოფა გამბედაობა, რათა პენიტენციურ სამსახურს მისი პირადი მონაცემების გასაჯაროების უფლება მისცეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პენიტენციურ სამსახურში პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის უფლებები დაცულია და მომავალშიც დაცული იქნება.

„პირად მონაცემებში იგულისხმება მისი კვების რაციონი, იგულისხმება დღის ის რეჟიმი, რომელიც მას აქვს. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი თავის თავში იპოვის ამ ძალას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისი მდგომარეობით შეშფოთებულია, სიმართლეს ეტყვის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ესეც აღარ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ სამსახურში პატიმრების უფლებები, მათ შორის სააკაშვილის უფლებები დაცულია და მომავალშიც იქნება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.