თეა წულუკიანი -  აგვისტოს ომის საქმეზე  დაკარგულ მტკიცებულებებს სანთლით ვეძებდით და შევძელით, მოგვეპოვებინა გამარჯვება, რომელიც ჩვენს ჯარს, ხალხს და საქართველოს ეკუთვნის
თეა წულუკიანი - აგვისტოს ომის საქმეზე დაკარგულ მტკიცებულებებს სანთლით ვეძებდით და შევძელით, მოგვეპოვებინა გამარჯვება, რომელიც ჩვენს ჯარს, ხალხს და საქართველოს ეკუთვნის

ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ჩვენი ძალისხმევით, რა თქმა უნდა, ჩვენი კოორდინაციით და ხელშეწყობით, რადგან მხარე ვიყავით, 33 მოწმე იქნა წარდგენილი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რაც მანამდე გაკეთებული არ ყოფილა, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოწმეებს ქართული სიმართლის მტკიცება რუსული მხარის მიერ შექმნილ დამამცირებელ პირობებში უწევდათ.

„ესენი იყვნენ სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ომის უბედურება, შვილმკვდარი დედები და ასევე ოჯახის წევრდაკარგული პირები, რომლებიც სტრსაბრუგში წადგნენ და რეალურად, რუსული მხარის მიერ შექმნილ დამამცირებელ პირობებში უწევდათ ქართული სიმართლის მტკიცება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანმა აგვისტოს ომის საქმეზე დაკარგულ მტკიცებულებებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ისკანდერზე“, ჭურვის ნამსხვრევებზე, რომელიც შენახული არ იყო.

როგორც წულუკიანი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გამქრალ ამ მტკიცებულებას იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ერთად სხვა უწყებებიც „სანთლით ეძებდნენ“ და საბოლოოდ, წულუკიანის თქმით, ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანეს. თუმცა, როგორც წულუკიანი ამბობს, მთავარი მიზანი საბოლოოდ მშვიდობიანი დეოკუპაციის მიღწევაა.

„ასევე, ბუნებრივია, ის „ისკანდერი“, რომელიც რუსულმა მხარემ გორში ჩამოაგდო, არ არსებობდა ამ ჭურვის ნამსხვრევები. არ იყო ამოღებული, არ იყო შენახული სათანადოდ და სერთოდ არ იძებნებოდა. ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გამქრალი მტკიცებულება იყო, რასაც იუსტიციის სამინისტროს გუნდი, პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეტა სამინისტრო, ეს უწყებები მართლაც სანთლით ვეძებდით. უკვე ჩვენი მმართველობის პირობებში და რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ არცე რთი წევრი ამ ძებნაში და ამ ძალისხმევაში არ გვეხმარებოდა, ეს ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს. შემდეგ აღმოჩდნენ საჯარო მოხელეები, ვისაც გარკვეული ინსტიტუციური მეხსიერება ჰქონდათ დ მიგვანიშნეს გარკვეულ ანგარზე, სადაც შესაძლო იყო დაყრილი, მიმოფანტული ყოფილიყო ისკანდერის ნამსხვრევები. ჩვენ პროკურატურასთან და სუსთან ერთად, სწორედ ამ ნამსხვრევებს მივაკვლიეთ, ამოვიღეთ და სწორედ აქედან დაიწყო პერიპეტია ისკანდერის მთავარი აფეთქებული კორპუსის მოსაძიებლად, ვინაიდან რუსეთი ცინიკურად აგრძელებდა იმის თქმას, რომ ფოტოშოპია, დამუშავებულია ფოტო-ვიდეო მასალა და ისკანდერი ბუნებაში არ არსებობს.

მრავალთვიანი მოლაპარაკება აწარმოა ჩვენმა გუნდმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ელჩ დავით ბაქრაძესთან ერთად აშშ-სთან იმისათვის, რომ 800 კილო აფეთქებული „ისკანდერი“ დაბრუნებულიყო საქართველოში. ამ ტვირთს თან მოჰყვა ნოტა. ნოტა ამბობს, რომ ეს ისკანდერი 2008 წლის აგვისტოში იქნა გატანილი საქართველოდან. შესაბამისად, მე ვსვამ კითხვას, მათ ვინც ვითომ გაიმარჯვეთ, არ ვიცი, რაში, მაგრამ ასე ამბობთ, რატომ გაიტანეთ ქვეყნიდან მტკიცებულებები, რატომ ვერ შეინახეთ მტკიცებულებების დედნები, სად იყავით ამ დროს, როდესაც ტელეფონით ომს აწარმოებდით, რატომ აკეთებდით ამას და რატომ ვერ დაარქივეთ ის დოკუმენტები და მასალა, რომელიც ჩვენ ბრძოლას გაგვიადვილებდა.

მაგრამ ჩვენ ეს ბრძოლა თქვენ გარეშე შევძელით, ჩვენ ეს ბრძოლა მივყვანეთ გამარჯვებამდე და დღეს ქართველმა ჯარისკაცმა იცის, რომ უწყებათაშორისი ამ უპრეცედენტო ძალისხმევის შედეგად, როდესაც ათასობით მოწმე დაკითხა პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და ჩვენი დიპლომატები იყვნენ ამაში ჩართული. ჩვენ შევძელით, რომ მოგვეპოვებინა ეს გამარჯვება. ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ჯარს, ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ხალხს და საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, როდესაც ეს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში შევიდა 2008 წლის აგვისტოში, გვყავდა მთავარსარადალი, რომელიც ომის დროს ძირს ფორთხავდა, რომელიც მტკიცებულებებს ვერ ინახავდა და რომელსაც დღეს ჰგონია, რომ რაღაცა ტიპის ბრძოლაში გაიმარჯვა. თუმცა ეს გამარგინალებული ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენ ნელ-ნელა ჩვენი ასპარეზიდან ჩავაჩოჩოთ და მივხედოთ საქმეს, საქმე, რომელიც არის მშვიდობიანი დეოკუპაციის საბოლოოდ მიღწევა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.