თეა წულუკიანი - ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას მიხვდა ახლა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო
თეა წულუკიანი - ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას მიხვდა ახლა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო

ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ სასაცილოა, რომდავით ბაქრაძე ამას მიხვდა ახლა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით წულუკიანი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისას ექნებათ პირობები, „სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად“.

„რა თქმა უნდა, ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას მიხვდა ახლა და არა მაშინ, როცა ამდენი წელი ხელისუფლებაში მათი მოლაპარაკე დათუნია იყო. ის იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, სპიკერი პარლამენტის. ის იყო სპიკერი და გამპრავებელი სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის და ახლა მიხვდა, როდესაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი იყვნენ ცუდი ხალხი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია“, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა ჩოხატაურში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ.

დატოვე კომენტარი