თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრი შეიძლება იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრი შეიძლება იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრი შეიძლება იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა კახა კახიშვილი ვიხილოთ მინისტრად, თეა წულუკიანი აცხადებს:„რატომაც არა, ან ნებისმიერი სხვა“.

კითხვაზე, გუნდიდან მისი შესაძლო წასვლა უკავშირდება თუ არა პარტიაში ცვლილებებს და დაასუსტებს თუ არა მისი წასვლა „ქართულ ოცნებას“, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, იგი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იქნება.

„ჩემი არჩევანი არ არის ზედაპირული, მჯერა ამ ძალის, ამ გუნდის, რომელიც შეიძლება გადახალისდა, ახალი სისხლი შემოუერთდა, ზოგი ერთმანეთს აკრიტიკებდეს ან არ აკრიტიკებს გუნდის შიგნით, მაგრამ ეს სიკეთისკენ მიმართული ძალაა, შეიძლება ბევრი სისუსტით, მაგრამ ბევრი ძლიერი მხარით, ამიტომ მის მხარეს ვიქნები ყოველთვის, მექნება თანამდებობა, თუ – არა. აქედან გამომდინარე, სპეკულაციებიც არის უსაფუძვლო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, კითხვაზე, როგორ აფასებს გუნდში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას, წულუკიანი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ძალიან გაუხარდა.