თეა წულუკიანი - 3 ივლისის აქციაზე ორგანიზატორები ხალხს არ ეძახიან, რომ აქციამ მხარი დაუჭიროს ევროპულ გზაზე ქვეყნის ღირსეულად წინსვლას, ისინი მიზნად ისახავენ ხელისუფლების ჩამოგდებას
თეა წულუკიანი - 3 ივლისის აქციაზე ორგანიზატორები ხალხს არ ეძახიან, რომ აქციამ მხარი დაუჭიროს ევროპულ გზაზე ქვეყნის ღირსეულად წინსვლას, ისინი მიზნად ისახავენ ხელისუფლების ჩამოგდებას

არ მგონია და არ მაქვს მოლოდინი, რომ 3 ივლისს დაგეგმილ აქციას რაიმე ტიპის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, 3 ივლისის აქციაზე ორგანიზატორები ხალხს არ ეძახიან, რომ აქციამ მხარი დაუჭიროს ევროპულ გზაზე ქვეყნის ღირსეულად წინსვლას, ისინი მიზნად ისახავენ ხელისუფლების ჩამოგდებას.

„არ მაქვს არანაირი მოლოდინი სამი ივლისის აქციასთან დაკავშირებით, რომ რაიმეს მოიტანს. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სამი ივლისის აქციაზე ორგანიზატორები ხალხს არ ეძახიან იმისათვის, რომ აქციამ მხარი დაუჭიროს ევროპულ გზაზე ქვეყნის ღირსეულად წინსვლას, არამედ ისინი მიზნად ისახავენ ხელისუფლების ჩამოგდებას. ამას სხვა სიტყვები არ ჰქვია. შესაბამისად, არ მგონია და არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ აქციას რაიმე ტიპის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა წულუკიანმა.