თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერი დინამიკაშია და ახალი ნაპრალები გაჩნდა
თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერი დინამიკაშია და ახალი ნაპრალები გაჩნდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის ინფორმაცით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერი დინამიკაშია და ახალი ნაპრალებიც გაჩნდა.

როგორც თეა გოდოლაძე აღნიშნავს, წერტილოვნად ჩატარებული გამაგრებული სამუშაოები მთლიან სხეულს ვერ უშველის.

ვაშლიჯვარში არსებულ ვითარებას წერილობით გამოეხმაურნენ თბილისის მერიაში.

მერიაში ამბობენ, რომ ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში ახალი ნაპრალები არ შეინიშნება, არსებობს ძველი ნაპრალები, რომელიც თიხით იყო შევსებული, თოვლის და წვიმის ზემოქმედებით თიხისგან გადაირეცხა, რაც ბუნებრივი პროცესია და საჭიროებს პერიოდულ შევსებას.

მერიის ინფორმაციით, მეწყრული ფერდი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და ამ ეტაპზე არანაირ ცვლილებას არ განიცდის.