თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელ სევერინ შაპაზთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელ სევერინ შაპაზთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან, სევერინ შაპაზთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ICRC-ის დელეგაციის მომავალი ხელმძღვანელი ანნე მონტავონი.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ICRC-ის წარმომადგენელს თანამშრომლობისა და საქართველოში ორგანიზაციის მიერ გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის. მხარეებმა შეაჯამეს განხორციელებული თანამშრომლობის შედეგები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომის პროგრამის მიღწევებზე, აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო ხედვებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ პროგრესს და პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზადყოფნას. სევერინ შაპაზმა აღნიშნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, რისთვისაც სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. 

დატოვე კომენტარი