თეა ახვლედიანმა კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ს ელჩს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობაზე;

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროცესის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, თეა ახვლედიანი და კელი დეგნანი სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე, როგორც უწყების კომპეტენციაში შემავალ სხვა აქტუალურ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განახლების საკითხებზე, რაც უფრო ფართო – საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ნაწილია. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, რომელთანაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაკავშირებს, გავაცანით შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, მის ფარგლებში შემუშავებული ხედვები, მიდგომები, პრიორიტეტები, რაც არსებულ რეალობას და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს დაეფუძნება,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

დატოვე კომენტარი